აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც სამი წლის წინ გამოცხადდა, გააუქმა.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს.
„10 აპრილს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც წყვეტს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
პანდემიის გამო, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2020 წლის მარტში გამოცხადდა.