უკრაინაში რუსეთიდან კიდევ 24 ბავშვი დააბრუნეს

უკრაინაში კიდევ 24 ბავშვი დააბრუნეს, რომლებიც ხერსონის ოლქიდან რუსეთში უკანონოდ გადაიყვანეს.

ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

„ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი სამაშველო მისია. რუსებმა ბავშვების მშობლებს 13-საათიანი დაკითხვა მოუწყვეს, შემდეგ კი აიძულეს, მონაწილეობა მიეღოთ პროპაგანდისტულ სიუჟეტში. მაგრამ მთავარია, რომ ახლა ბავშვები სახლში არიან,“ – თქვა პროკუდინმა ბავშვების მონახულების შემდეგ.

მარტში ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი.

რუსეთი ბავშვების დეპორტაციის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ამ ბავშვების გადაყვანას დაზარალებული ბავშვების დახმარებას უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები