“დაავადებაა ასეთი, ყველაფერი რუსეთს დააბრალო” – პესკოვი პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის წყაროზე

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის ომის გარშემო არსებულ ვითარებას შეეხება, საკმაოდ საინტერესოა.

„საკმაოდ საინტერესო გაჟონვაა. მათ ყველა სწავლობს, აანალიზებენ, ფართოდ განიხილავენ“, – თქვა მან.

პესკოვს ასევე სთხოვეს, გაეკეთებინა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ამ დოკუმენტების გავრცელებასთან კავშირი შესაძლოა, რუსეთს ჰქონდეს.

„არა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ყველამ ვიცით, რომ ასეთი ტენდენციაა, ყველაფერში და ყოველთვის და ყველგან რუსეთს დასდო ბრალი,  ყველაფერი რუსეთს დააბრალო, მაგრამ ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, ამიტომ, აქ კომენტარის გაკეთება არ არის საჭირო”, – თქვა მან.

რაც შეეხება იმას, რომ შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკის უსმენდა, პეკსოვმა თქვა, რომ ”ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია, უსმენს სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურს, განსაკუთრებით – ევროპის დედაქალაქების, არაერთხელ გამოჩნდა. ამიტომ, ეს არ არის გამორიცხული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები