Reuters-ი პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვის სავარაუდო წყაროს ასახელებს

უკრაინის ომის გარშემო არსებული მდგომარეობის შესახებ პენტაგონის გასაიდუმლოებული დოკუმენტების გაჟონვის წყარო, სავარაუდოდ, ამერიკულია.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

”ამჟამად, ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ გაჟონვა შეერთებული შტატებიდან მოხდა, რადგან დოკუმენტის უმეტესობა მხოლოდ შეერთებული შტატების ხელში იყო”, – განუცხადა სააგენტოს პენტაგონის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მაიკლ მალროიმ.

აღნიშნულია, რომ გამოძიება საწყის ეტაპზეა, თუმცა, დასაშვებად მიიჩნევა ისიც, რომ გაჟონვის მიღმა “პრორუსული ელემენტიც იყოს”. გამოცემა წერს, რომ, ჯამურად, ინციდენტი 2013 წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა, როდესაც WikiLeaks-ის ვებსაიტზე 700 000-ზე მეტი დიპლომატიური ხასიათის ვიდეო და დოკუმენტი გამოქვეყნდა.

სააგენტოს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომ მარტში გამოქვეყნებული დოკუმენტები აშშ-ის ინტერესების საზიანოდ შეცდომაში შეყვანისა და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო.

ამ კონტექსტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი დოკუმენტი ამტკიცებს, რომ აშშ ისრაელის წინააღმდეგ ჯაშუშობდა და ახდენდა ზეწოლას სამხრეთ კორეაზე, რათა მას უკრაინისთვის იარაღი მიეწოდებინა. ინფორმაციას ამ ქვეყნებში უარყოფითი რეაქცია უკვე გამოიწვია.

აშშ-ის სპეცსამსახურები ამჟამად არკვევენ, თუ რამდენად ფართოდ ვრცელდება მათი სადაზვერვო ინფორმაცია ქვეყნის შიგნით და რა მოტივები შესაძლოა, ამოძრავებდეთ მათ, ვინც მოპოვებული დოკუმენტები გაავრცელა.

გამოძიებას ხუთამდე თეორია აქვს – უკმაყოფილო თანამშრომლით დაწყებული შიდა საფრთხით დამთავრებული, რომელსაც აქტიურად სურდა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შელახვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები