შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდათ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი
არ უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ უნდათ, რომ საქართველომ ეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც წახალისებულები არიან, მათ შორის მაგალითად „დროა“ ფინანსდება პირდაპირ ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით და ვხედავთ, რომ მათი ძირითად ამოცანა არის რამენაირად ჩაშალონ პროცესი. უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ უნდათ, რომ საქართველომ ეს შეძლოს. პირდაპირ ებრძვიან ამ იდეას. სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილებებიც [მოსამართლეების სანქცირება] ზუსტად მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც არის მოწინააღმდეგე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.