კელი დეგნანი სანქცირებულ მოსამართლეებზე: საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე – ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს
რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე. ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში მოსამართლეების სანქცირებაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ელჩმა მოსამართლეების სანქცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სანქციებს ამერიკული კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში. სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ ქართველ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.