ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები