თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს მომხდარი 7,7 და 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 399-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ CNN Türk ქვეყნის შს მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით იტყობინება.
მინისტრის თქმით, დაღუპულთა იდენტიფიკაცია გრძელდება და რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.