აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
პენტაგონის პრესსამსახურის ცნობით, ახალი პაკეტი ითვალისწინებს მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებას HIMARS-ისთვის, საჰაერო თავდაცვის ჩამჭრელებისა და საარტილერიო ჭურვებისთვის.
„დღეს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისათვის მნიშვნელოვანი დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უფრო მეტი საბრძოლო მასალის მიწოდებას აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ისთვის, საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო ჭურვებისთვის, რომლებსაც უკრაინა თავდაცვისთვის იყენებს“, – ნათქვამია განცხადებაში.