“პუტინს საკუთარ საზღვრებთან ნაკლები ნატო სურდა, თუმცა, საპირისპირო შედეგი მიიღო” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოში ფინეთის გაწევრიანება არის რუსეთის ქმედებაზე რეაქცია.

როგორც მან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ საზღვრებთან ნაკლები ნატო სურდა, თუმცა, უკრაინაში შეჭრით საპირისპირო შედეგი მიიღო.

“მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, ფინეთის და ნორვეგიის საზღვრებთან რუსული ძალების მნიშვნელოვან ყოფნას ვაკვირდებოდით. ეს ყველაფერი მრავალი წლის განმავლობაში ხდებოდა კოლის ნახევარკუნძულზე, არქტიკაში. ჩვენ ასევე ვხედავდით, რომ რუსეთის პრეზიდენტი, პუტინი მზად იყო – გამოეყენებინა ძალა მეზობლების წინააღმდეგ“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა და გაიხსენა, რომ რუსეთი ჯერ თავს საქართველოს 2008 წელს დაესხა, შემდეგ ყირიმის ანექსია მოახდინა და ბოლოს უკრაინაში შეიჭრა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრამ უბიძგა ფინეთს და შვედეთს, ნატოში გაწევრიანების განაცხადი შეეტანათ.

“პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი იყო, მის საზღვრებთან “ნაკლები ნატო” ყოფილიყო. მას სურდა, ნატოს “კარები დაეხურა”, რომ ახალი ქვეყნები არ მიეღო. მაგრამ საპირისპირო შედეგი მიიღო: მეტი ჩვენი ძალა, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე უფრო მაღალი მზადყოფნა და ახალი წევრი ქვეყნები”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

დღეს ფინეთი ნატოს 31-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდება. რამდენიმე საათში ალიანსის შტაბ-ბინაში ქვეყნის დროშა აღიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები