ლევან ბეჟაშვილი: პრეზიდენტი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და, პოლიტიკური მოვლენების მიმომხილველის მსგავსი განცხადებების კეთების ნაცვლად, რეალური აქტორი გახდეს

“სალომე ზურაბიშვილი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და, პოლიტიკური მოვლენების მიმომხილველის მსგავსი განცხადებების კეთების ნაცვლად, რეალური აქტორი გახდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა ქვეყნის ევროპული პერსპექტივები დასაცავად რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას.

“კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება, პრეზიდენტმა გადადგას, კონსტიტუციით არის განსაზღვრული – ეს არის საგარეო მიმართულებით თუ ქვეყნის შიგნით მისაღები გადაწყვეტილებები, რაც დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი პოლიტიკური აქტორის როლს შეასრულებდა. პრეზიდენტმა რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისკენ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები დაიცვას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები