თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში საქართველოს მოქალაქეებს იწვევს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში საქართველოს მოქალაქეებს იწვევს. როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოთხი წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ.
„თავდაცვის სამინისტრო 2014 წლის პირველი სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35- წლამდე მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური.სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 955 ლარს შეადგენს.სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, მაღალი დონის უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე მათი და მათი ოჯახების სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მაღალი ანაზღაურების გარდა, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური კარიერული ზრდის საშუალებასაც იძლევა. სამხედრო მოსამსახურეს, ასევე, შეუძლია პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს. ასევე, გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას.რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 9 -კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). სპეციალურ პროგრამაზე ჩარიცხვის დღიდან, ის უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებითა და განთავსებით. ცხრაკვირიანი კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ხდება რეკრუტის ქვედანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნა. საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალურ კურსზე რეკრუტი ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება და მომზადებას გადის სამხედრო დისციპლინებში: ტაქტიკური მომზადება,საინჟინრო მომზადება , მასობრივი დაზიანების იარაღისაგან დაცვა, ზოგადი საკითხები,ფიზიკური მომზადება,სამედიცინო მომზადება (თეორია და პრაქტიკა),საერთო საჯარისო წესდებები/სამხედრო კანონები,სამწყობრო მომზადება,კავშირგაბმულობა, საცეცხლე მომზადება (თეორია და პრაქტიკა), სამხედრო ტოპოგრაფია. საკონტრაქტო სამსახურისთვის კანდიდატების შერჩევის პერიოდში, მოქალაქეს აქვს კანდიდატის სტატუსი, რომლის დროსაც წარმოადგენს საბუთებს პირადი საქმის შესადგენად : ნამსახურევის ნუსხა (გაიცემა სამხედრო განყოფილებაში), გასაწვევი პირის განცხადება,ანკეტა (შეივსება სამხედრო განყოფილებაში), ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, დაბეჭდილი), ფოტოსურათი 3X4 – 4 ცალი (ფერადი და ელექტრონული ვერსია CD) , დაბადების მოწმობის ასლი, განათლების მოწმობის ასლი, ქორწინების (განქორწინების) მოწმობის ასლი,შვილების დაბადების მოწმობის ასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ (სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაცემული), პირადობის მოწმობის ასლი, მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში), სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი, შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში), ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები, ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობა, შ.ს. სამინისტროდან ცნობა (ნასამართლეობის შესახებ), ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (საპენსიო). განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს: მოქალაქის პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი), ფოტოსურათი 3X4 2 ცალი, სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, საბუთების მიღება წარმოებს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ მის: გარდაბნის რ-ნი, სოფ კრწანისი ტელ: 595 05 06 85; 595 05 06 73; (032) 291 02 07.”- აცხადებენ ალასანიას უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები