ჰერმან საბო: ანალენა ბერბოკის ჩამოსვლა შეიძლება, შევაფასოთ, როგორც ადგილზე საქმის უკეთ გარკვევის მცდელობა

„გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, ვიზიტი უნდა შეფასდეს,როგორც საქმის ადგილზე გარკვევის მცდელობა.

„ეს ჩამოსვლა შეიძლება, შევაფასოთ, როგორც ადგილზე საქმის უკეთ გარკვევის მცდელობა, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება გერმანიაში, რომელიც არის ზოგადად ევროგაფართოების სკეპტიკოსი, მაგრამ ახლა, ახალ რეალობაში, ამ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, შეიძლება ეს შეხედულება შეცვალონ. ისინი რომ ცალსახა უარზე იყვნენ [საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე], სავარაუდოდ, არც არავინ ჩამოვიდოდა“, – განაცხადა საბომ.

საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები