ნიკოლოზ სამხარაძე: ბერბოკის განცხადებაში იყო საუბარი, რომ ქვეყანა განიცდის ზეწოლას, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, რაშიც მინდა, მას 100%-ით დავეთანხმო

მმართველი გუნდის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას გამოეხმაურა.

„მის განცხადებაში იყო საუბარი, რომ ქვეყანა განიცდის ზეწოლას, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, რაშიც მინდა, მას 100%-ით დავეთანხმო. ეს გარე და შიდა ზეწოლები არის სწორედ იმისკენ მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია. არ ვიცი, ვის გულისხმობს მინისტრი გარე და შიდა ძალებში, ეს მას უნდა ვკითხოთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, მე ვის ვგულისხმობ. შიდა ძალები არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას ქვეყანაში რაიმე არეულობა და დესტაბილიზაცია მოაწყოს, იმისთვის რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. გარე ძალები ძალიან ბევრი და მრავალფეროვანია, დაწყებული რუსეთით და დამთავრებული ზოგიერთი ევროპარლამენტარით, რომლებიც მუდმივად გაუგებარ განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით“, – აცხადებს სამხარაძე.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები