ნიკოლოზ სამხარაძე ფინეთის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კირსტი ნარინენს შეხვდა.
პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ფინეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებზე, ორ ქვეყანა შორის საპარლამენტო დონეზე ურთიერთობების განმტკიცებასა და ვიზიტების გააქტიურებაზე.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა გლობალურ უსაფრთხოებაზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ვითარებას და ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
სამხარაძემ ელჩს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, მარიამ ლაშხი.