იაგო ხვიჩია: არ მეგულება იმ ხარისხის სიბრიყვე, რომელიც დაუშვებდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბოიკოტი გამოგეცხადებინა და ბრძოლის ველიდან საერთოდ გაქცეულიყავი
,,ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმებულია, რომ მმართველ გუნდს უფრო მარტივად გადაეტანა მძიმე დღეები, რაც გამოწვეული იყო რუსული კანონით და „თავდაცვის კოდექსით“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ამ განცხადებით იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას გამოეხმაურა.
„შეთანხმების გარეშე, არ მეგულება იმ ხარისხის სიბრიყვე, რომელიც დაუშვებდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბოიკოტი გამოგეცხადებინა და ბრძოლის ველიდან საერთოდ გაქცეულიყავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.