ილია დარჩიაშვილი: ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ იმ აქტივობებზე, რომლებიც ერთობლივად გვექნება მომავალში
დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.
ილია დარჩიაშვილი სხდომის დაწყებამდე ალიანსის გენმდივნის მოადგილეს შეხვდება. საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორებს გატარებული რეფორმების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას და ვილნიუსის სამიტისთვის საქართველოს მოლოდინს გააცნობს.
„საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი გრძელდება და სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ვიმსჯელებთ მიმდინარე დღის წესრიგსა და იმ აქტივობებზე, რომლებიც ერთობლივად გვექნება მომავალში“, – აცხადებს დარჩიაშვილი.