საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში ნათელი დასტურია იმისა, რომ გერმანია ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი იქნება.
„ანალენა ბერბოკის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და, რა თქმა უნდა, ის მოიტანს ახალ იმპულსს, ერთი მხრივ, საქართველო-გერმანიის ურთიერთობებში, მეორე მხრივ კი, საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის გზავნილი, რომ საქართველო ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას. ეს ვიზიტი ამის ძალიან ნათელი დასტურია, რომ გერმანია იქნება ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერი. ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოში იმატა მეგობარი ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტებმა“, – აცხადებს ილია დარჩიაშვილი.