სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს: 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ე.-ს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ედებათ. რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის 2 მოქალაქეს – 2002 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს და 1978 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ტუნისის რესპუბლიკის მოქალაქეებმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები