შალვა პაპუაშვილი: წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, მათი ოჯახის წევრებზე, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ

წნეხი იყო თითოეულ დეპუტატზე, მათი ოჯახის წევრებზე, მეუღლეებზე, მცირეწლოვან ბავშვებზე, ყველაზე აბსოლუტურად, ყველა მხრიდან მიუდგნენ ადამიანებს, რომ დაებულინგებინათ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ზღვარგადასული ბულინგი და ამის კარგი მაგალითი და ვიზუალიზაცია არის ომბუდსმენის არჩევა. თქვენ იცით, რომ არჩეულმა ომბუდსმენმა მადლობა გადაუხადა სამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს იმისთვის, რომ მათ ერთკვირიან წნეხს გაუძლეს და საკუთარი გადაწყვეტილებით მისცეს ხმა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები