შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით

ვნახეთ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა ძალამ აღნიშნულ პროპაგანდას თავიდანვე დაარქვა სახელი.

„შეიძლება ვთქვათ, რომ რამდენიმე დეპუტატს მე კლასის დამრიგებელში ვეშლები და მთხოვენ, ადამიანების გადასმას სხვა ადგილზე. ვფიქრობ, ამის უკან უფრო სხვა, სერიოზული მომენტია – ის მომენტი, რასაც ჩვენ ბოლომ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ. კამპანია, რომელიც ადამიანის გამიჯვნას ნიშნავს – სეგრეგაცია განა სხვა რამე იყო?! როდესაც ცალკეულ ქვეყანაში 20-ე საუკუნეში ვიცოდით, რომ ზოგს კაფეში არ უშვებდნენ, ან იმ ადგილას არ ჯდებოდნენ, სადაც ისინი იყვნენ, ავტობუსში სხვაგან სვამდნენ და ა.შ – არ უნდა იყოს იმ სივრცეში, სადაც არის სხვა.

ჩვენ ვნახეთ ამისკენ მოწოდებები, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველის, რომელიც სეგრეგაციის ავანგარდში აღმოჩნდა, რასაც ჩვენ ფაშისტური კამპანია დავარქვით. როდესაც პირდაპირ ითქვა და მხიარულებით აზიარებდა ყველა და უერთდებიან სახალხო დამცველს ამ მოწოდებაში, ხელი არ ჩამოართვა, არ დადგე იქ, სადაც ისინი არიან, ხმა არ გასცე და ა.შ. ეს სინამდვილეში ამის გამოძახილია. ეს თუ თავიდანვე ჩვენ არ დაგმეთ, არ გავემიჯნეთ და თავშივე არ დავარქვით საკუთარი სახელი, ეს გაჯდება შემდეგ უფრო საზოგადოების დიდ წრეში. ეს არის საზოგადოების გამიჯვნა, გარიყვა, ის, რისკენაც მოგვიწოდებდნენ  ადამიანების ეს ჯგუფი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები