ილია დარჩიაშვილი: საქართველო ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ანალენა ბერბოკის ვიზიტიც ამის ძალიან ნათელი დასტურია

ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები. ეს პროცესი დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით გერმანიაში. მე მქონდა შესაძლებლობა რამდენჯერმე შეხვედრა გამემართა ჩემს გერმანელ კოლეგასთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე საუბრისას „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი, ამის ძალიან ნათელი დასტურია.

„ჩვენ უფრო ხშირად გვესმის გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები. ეს ჩვენთვის ახალია შესაძლებლობაა, რათა გერმანია იყოს ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი და ძლიერი პარტნიორი, მხარდამჭერი. ამდენად, ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ვიზიტი მოიტანს ახალ იმპულსს ორმხრივ ურთიერთობებში, ევროინტეგრაციის მიმართულებით და ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სტუმრების საქართველოში ჩამობრძანება. საქართველო ურყევად ადგას ევროინტეგრაციის გზას და ეს ვიზიტიც ამის ძალიან ნათელი დასტურია – ეს დასტურია, რომ გერმანია იქნება ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოს ხვალ, 23 მარტს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები