“კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკური პარტია ერთად იმუშავებს პარლამენტში იმ რეფორმებზე, რომელიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღებად” – ნიდერლანდების ელჩი საქართველოში

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა 12 პუნქტის შესრულება იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა აღნიშნა, ის იმედოვნებს, რომ პარტიები სტატუსის მოლოდინში რეფორმებზე ერთობლივად იმუშავებენ.

“როგორც ნიდერლანდების ელჩი, სხვა ელჩების მსგავსად, შევხვდი ყველა პოლიტიკურ პარტიას. დადებითია ის ფაქტი, რომ ისინი კონსტრუქციული გზით მუშაობენ ერთმანეთთან. ძალიან კარგი იქნება, თუ ყველა პოლიტიკური პარტია ერთად იმუშავებს პარლამენტში იმ რეფორმებზე, რომელიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მისაღებად,” – განაცხადა მარია (მააიკე) ვან კოლდამიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები