დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში – ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, ზუგდიდში – ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამურად, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი.

ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების გაცნობა სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვისცენტრში შეუძლიათ, სადაც სააგენტოს კონსულტანტები მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელოს-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს.

მიმდინარე წელს უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის, ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები