მარკ კლეიტონი: სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას – მოვუწოდებთ ყველას, იპოვონ გამოსავალი ამ სიტუაციიდან

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებს.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით მხარეებმა გამოსავალი უნდა იპოვონ.

“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ძალიან მკაფიოა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშებს. მუდმივად ვახსენებთ საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობას, უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებული ვითარება ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. მოვუწოდებთ ყველას, იპოვონ გამოსავალი ამ ვითარებიდან“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები