გია ცაგარეიშვილი: საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი ირაკლი კოვზანაძის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ცაგარეიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ის ვერ ხედავს.

„ირაკლი კოვზანაძეს პარლამენტიდან წასვლის თაობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ შეუტანია. დანარჩენი კოლეგების განცხადებები მედიის საშუალებით გავიგე, ამის იქით დეტალები არ ვიცი. სავარაუდოდ, უმრავლესობის უახლოეს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერები კოლეგებთან განიხილავენ ამ საკითხს. საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი გასული დეპუტატის სანაცვლოდ სიის შემდგომი წევრი შემოდის. როგორც მახსოვს, სერგეენკოს გარდა, სხვა სიით არის შემოსული. თუ სერგეენკოც გავა, საბურთალოზე არჩევნების ჩატარება მოგვიწევს. ნებისმიერი ადამიანის წასვლა სასიამოვნო მოვლენა არ არის, რადგან საკმაოდ დიდი ხანი ვიმუშავეთ ერთად“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები