ილია მეორე: თავად ადამიანია უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის

  ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები ამბობენ სასწაული რომ ეხილათ ირწმუნებდნენ, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ სასწაულს – ამის შესახებ სრულიად საქრათველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქის თქმით, ამავე დროს ჩვენ არ გვყოფნის ჩვენი გონება, სულიერება და ეს ყველაფერი ჩვენ ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია.
“ადამიანი ურთულესი ბუნებისაა. თავად ადამიანია უდიდესი სასწაული, რომელსაც ვერც ერთი მეცნიერი ვერ ხსნის. ადამიანი არის ის არსება, რომელიც შეიძლება ჩავიდეს ჯოჯოხეთში და ავიდეს ღმერთამდე. შეიძლება ცოდვილი იყოს, მაგრამ თავისი მოქმედებით შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ ანგელოზთა სწორი გახდეს”, – აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, თუ ადამიანს გააჩნია რწმენა, სურვილი, რომ აუცილებლად ცხონდეს, ის ცხონდება. თუ ადამიანს შეუძლია თავისი თავი გასწიროს მოყვასისათვის, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები