სტიქიამ რაჭა-ლეჩხუმში ვენახები და სახლები დააზიანა

  

    ძლიერმა წვიმამ, ღვარცოფმა და მეწყრულმა მოვლენებმა რაჭაში სოფლების ნაწილთან მისასვლელი გზები დააზიანა, სახლები და ეზოები კი დატბორა.
სტიქიის ზონაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე არჩილ ჯაფარიძე.
მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. გზების ნაწილი აღდგენილია, თუმცა კვლავ რჩება სოფლები, რომლებთან მისასვლელი სამანქანო გზების გაწმენდა ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
მუნიციპალიტეტებში შეიქმნა შტაბები და ზარალის შემსწავლელი კომისიები, რომლებიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს აღრიცხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები