ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროდ, ბევრჯერ გვინახავს უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, პირდაპირი თუ მინიშნებითი განცხადებები საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით
“ჩვენ სამწუხაროდ, ბევრჯერ გვინახავს უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, პირდაპირი თუ მინიშნებითი განცხადებები საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთთან ომი დამანგრეველი იქნება.
“ვხედავთ, რომ უკრაინის პროპაგანდის მხრიდან პირდაპირი განცხადებები ისმის. ჩვენ სამწუხაროდ, ბევრჯერ გვინახავს უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, პირდაპირი თუ მინიშნებითი განცხადებები საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით და დღეს ამ თოქ-შოუს წამყვანმა შუსტერმაც, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა ძალიან დიდი პერიოდი, პირდაპირ განაცხადა ის რასაც არ აკეთებს საქართველო სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან ომი საქართველოსათვის არის საბოლოოდ დამანგრეველი და გაცილებით უფრო დამანგრეველი თავისი შინაარსით და შედეგებით, ვიდრე ეს დამანგრეველი ომი მიმდინარეობს ახლა უკრაინაში. აქედან გამომდინარე მათ აქვთ იმედი ისევ სააკაშვილისა, რადგან იციან რომ სააკაშვილმა ერთხელ უკვე საქართველოს თავს დაატეხა საკუთარი დაუფიქრებელი პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.