სამართალდამცავები პარლამენტთან შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებენ
სპეციალური დანიშნულების რაზმი თავისუფლების მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მიემართება, სადაც ამ წუთებში აქცია გრძელდება.
სამართალდამცავები პარლამენტთან შეკრებილებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იქნება გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო.