გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: დესტრუქცია, ლანძღვა-გინება, ფიზიკური დაპირისპირება და სხდომის ჩაშლა – მათი მიზანი ეს იყო

გვინდა, საზოგადოებამ იცოდეს, არასამთავრობო სექტორი საიდან ფინანსდება. სხვაზე არაა საუბარი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასესიო კვირის ხუთშაბათს, როდესაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, მათ ვენეციის კომისიაში განსახილველად გადაგზავნიან. მაჭარაშვილმა პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“ოპოზიციის მიზანი ჯანსაღი კრიტიკა ან საკუთარი პოზიციების სწორად დაყენება არასდროს ყოფილა. გუშინ ამის ლუსტრირება მოხადა – არეულობის შემოტანა. არც საზოგადოებისთვის ის უთქვამთ, რომ ეს უნდა „ხალხის ძალას“, ეს გვინდა ჩვენ და თქვენ გადაწყვიტეთ, რომელია სწორი. დესტრუქცია, ლანძღვა-გინება, ფიზიკური დაპირისპირება და სხდომის ჩაშლა – მათი მიზანი ეს იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, სადაც სიმართლეა, ის ყოველთვის გაიმარჯვებს. გეტყვით, რომ კანონპროექტის მიზანია, საზოგადოება სწორად იყოს ინფორმირებული“, – განაცხადა მაჭარაშვილმა “იმედის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები