ოთარ სულავას ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა
გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ოთარ სულავას, ორი ნამუშევარი – „მამაკაცის პორტრეტი” და „მეგობრის პორტრეტი” შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდს დაუბრუნდა.
ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ოთარ სულავას, ნამუშევრები მუზეუმს გადმოსცა მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ჭანტურიამ, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით უვლის ბატონი ოთარის შემოქმედებით მემკვიდრეობას.
„აღნიშნული სურათები 1980-იან წლებში მუზეუმიდან საგამოფენოდ მხატვრის სახლში იყო გადატანილი. გასული წლების განმავლობაში ოჯახმა რამდენჯერმე აცნობა მუზეუმს, რომ ნამუშევრები მათთან ინახებოდა და დასაბრუნებელი იყო. ახლა კი ბატონი ოთარის ქვრივმა უკვე გადმოსცა მუზეუმს მხატვრის ეს ორი შესანიშნავი ტილო.
ოთარ სულავა 2000 წელს 73 ასაკში გარდაიცვალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.