ირაკლი ქადაგიშვილი: ზახაროვას განცხადება არის ზეწოლის მორიგი მცდელობა საქართველოზე

“ზახაროვას განცხადება არის  ზეწოლის მორიგი  მცდელობა საქართველოზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს 2008 წლის აგვისტოს ომის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები აქვს შესასრულებელი.

“ოპოზიციის ლოზუნგები რუსებთან დაკავშირებით ყოველ ფეხის ნაბიჯზე სკდება ხოლმე, ხან ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ოფიციალური განცხადებებიდან და ხან მარია ზახაროვას ამ განცხადებიდანაც. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი პოზიცია – რუსეთს აქვს 2008 წლის აგვისტოს ომის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულების პირობები შესასრულებელი. სანამ ამ პირობების შესრულება არ იქნება და ეს საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რა თქმა უნდა, სხვა მისი ეს განცხადებები არის პოლიტიკური შანტაჟის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ, ეს პირობა აღებული გვაქვს საქართველოს, რომ, ზოგადად, ძალას არ გამოვიყენებთ და დავამატებ, რომ ძალის გამოუყენებლობა, თუ მაინც და მაინც ასეთი სურვილი არის, უნდა იყოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან ითხოვს სავალდებულო შეთანხმებებს ძალის გამოუყენებლობის შესახებ. „ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც რეგიონში სტაბილურობის გარანტიას“, – ამბობს ზახაროვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები