მიხეილ ყაველაშვილი: ღიმილისმომგვრელია, როცა გიორგი ჩალაძე, „ნაცმოძრაობის“ ახლად აღმოცენებული ლიდერი, ასეთ განცხადებას აკეთებს

ღიმილისმომგვრელია, როცა გიორგი ჩალაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად აღმოცენებული ლიდერი, ასეთ განცხადებას აკეთებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„ღიმილისმომგვრელია, როცა გიორგი ჩალაძე, ასე ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახლად აღმოცენებული ლიდერი, ასეთ განცხადებას აკეთებს. ბევრს არ მოსწონს – საქართველოს სხვა როლი უნდა ჰქონოდა რუსეთ-უკრაინის ომში. თავად ჩალაძის განცხადება, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ ურთიერთობა, ევროპარლამენტარების რეზოლუციები, აქ მოქმედი რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოსექტორი, ეს არის ერთიანი ქსელი, რომელიც ერთ საქმეს ემსახურება და ეს არის ერთ-ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და იმდენად მძიმედ აქვთ მდგომარეობა, რომ აღარც ერიდებიან და პირდაპირ ასეთ განცხადებას აკეთებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაცმოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა: გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს, მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები