გიორგი ამილახვარი – ჩალაძის განცხადებაზე: ნებსით თუ უნებლიეთ წამოსცდა იმ გეგმის შესახებ, რაზეც დიდი ხანია, საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდით

ამ ადამიანს ნებსით თუ უნებლიეთ წამოსცდა იმ გეგმის შესახებ, რაზეც ჩვენ, „ქართული ოცნება“ დიდი ხანია, საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ჩალაძემ პირდაპირ გათქვა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება იქნებოდა ტოლობის ნიშანი ბიძინა ივანიშვილისთვის იმ სახსრების გათავისუფლებაში, რომელსაც „კრედიტ სუისი“ ედავება.

„მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები, რომ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს „კრედიტ სუისში“, ბიძინა ივანიშვილის სახსრებთან დაკავშირებით, დაკავშირებულია საქართველოს შიდა პოლიტიკასთან. როგორც აღმოჩნდა, დაკავშირებული ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან, რადგან ამ ადამიანმა პირდაპირ გათქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პრაქტიკულად იქნებოდა ტოლობის ნიშანი ბიძინა ივანიშვილისთვის იმ სახსრების გათავისუფლებაში, რომელსაც ახლა ედავება „კრედიტ სუისი“, – განაცხადა ამილახვარმა.

ცნობისთვის, „ნაცმოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა: გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები