ალუდა ღუდუშაური: როგორც ჩანს, გიორგი ჩალაძეს ემოციებიდან გამომდინარე მუხრუჭებმა უმტყუნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ადგილი აქვს მიზანმიმართულ, ორკესტრირებულ, არასამართლებრივ შეტევას და ჩალაძის განცხადება არის ამ ინფორმაციის დადასტურება. ჩალაძეს, როგორც ჩანს, ემოციებიდან გამომდინარე მუხრუჭებმა უმტყუნა და ეს ინფორმაცია გამოიტანა, რაც ისედაც ყველასთვის კარგად იყო ცნობილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გიორგი ჩალაძემ განაცხადა: “გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო. გაუშვით მიშა სააკაშვილი, ნუ შესწირავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები