სანდრო რაქვიაშვილი – სააკაშვილის კადრებზე: ცხადია, რომ ბევრ შემთხვევაში ეს არის სიმულაცია, სერიოზული არაფერი ხდება

კადრები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე საუბრისას განაცხადა.

„კადრების გარჩევას მგონი ლ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ თავისთავად ცხადია ისედაც და დიდი ხანი იყო ცხადი, რომ ბევრ შემთხვევაში ეს არის სიმულაცია და ისეთი სერიოზული არაფერი არ ხდება, რაც ხშირად გვესმის ხოლმე მისი მხარდამჭერების მხრიდან“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „იმედის კვირამ“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ექსკლუზიური კადრები გაავრცელა, რომლებიც სხვადასხვა დროს, 2022 წელს არის გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები