ირაკლი ქადაგიშვილი: პრინციპი, რომ გამჭვირვალობა იყოს ყველგან, რა თქმა უნდა, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ხალხის ძალის” მიერ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირების საკითხს გამოეხმაურა.

“ერთი პრინციპი, რომ გამჭვირვალობა იყოს ყველგან, რა თქმა უნდა, ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. რადგან ზოგადად ოპოზიციას არა აქვს არგუმენტირებული პოზიციები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, აქვთ ზოგადი ასეთი ნარატივი – „რუსული ზეგავლენა“. გამჭვირვალობა არ არის რუსული ძლიერი მხარე პოლიტიკაშიც და არც საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს ერთი. მეორე – რამდენადაც ითქვა, არანაირი შეზღუდვა არავის არ ემუქრება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები