თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, სულ მცირე, 2 724-ს მიაღწია

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 2 724-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სხვადასხვა უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაშავებულთა საერთო რაოდენობა 13 580-მდე აღწევს. მათგან თურქეთში დაშავებულთა რაოდენობა 11 119-ს შეადგენს, ხოლო სირიაში 2 461-ს.

ამასთან, სირიაში დაღუპულთა საერთო რიცხვმა 1 073-ს მიაღწია, ხოლო თურქეთში ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 1 651 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:17-ზე დაიწყო. მოგვიანებით თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,5 მაგნიტუდა შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები