„ამერიკული ღამე” – ამერიკული პოეზიის ქართული თარგმანების კითხვა გაიმართება
2 თებერვალს, 20:00 საათზე, მწერლების ბარში გაიმართება „ამერიკული ღამე” – ამერიკული პოეზიის ქართული თარგმანების კითხვა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თარგმანებს წაიკითხავენ სხვადასხვა თაობის ქართველი პროფესიონალი მთარგმნელები. ტერმინი „ამერიკული ღამე” აღებულია კერუაკის ტექსტიდან, რომელიც შემდგომში ჯიმ მორისონმა ალბომის ყდისთვის გამოიყენა.
საღამო გაიხსნება ამერიკის ჰიმნის ქართული თარგმანის კითხვით.
მონაწილეობენ მთარგმნელები: მანანა მათიაშვილი, დალილა გოგია, ინგა ჟღენტი, ანი კოპალიანი, ზაზა კოშკაძე, შოთა იათაშვილი, ალექს ჩიღვინაძე, პაატა შამუგია, ეფემია ჭავჭანიძე, ნანა გოგოლაშვილი, გიორგი წურწუმია.