Politico: უკრაინა ევროკავშირის სამიტს უმასპინძლებს, რათა მისი გაწევრიანების პროცესი განბლოკოს
ევროპის წამყვანი ქვეყნების მინისტრები დეკემბერში უკრაინას ეწვევიან, რათა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის გამოხატონ, – ამის შესახებ Politico დანიისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ტარას კაჩკას მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებში ერთობლივად გაგზავნილ მოწვევაზე დაყრდნობით იუწყება.
ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალური სამიტი ლვოვში 10-11 დეკემბერს გაიმართება. როგორც გამოცემამ აღნიშნა, ეს ნაბიჯი ევროკავშირის მოკავშირეების მხრიდან უკრაინის გაწევრიანებისადმი უნგრეთის წინააღმდეგობის შედეგად გამოწვეული შეფერხებების დაძლევის კუთხით გადადგმული ნაბიჯია.
„ჩვენი განხილვები ფოკუსირებული იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრა შესაძლებლობას მოგვცემს, შევაფასოთ მიღწეული შედეგები, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები შემდეგ ნაბიჯებზე და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინის რეფორმებისა და ინტეგრაციის ძალისხმევის მიმართ. უკრაინაში შეხვედრის მოწვევით, ჩვენ გავუგზავნით მკაფიო და ერთიან პოლიტიკურ სიგნალს, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია დოკუმენტში.