კახა კალაძე: ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო, თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას

თბილისის მერი კახა კალაძე თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას“, – წერს კალაძე X-ზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით რეისს ასრულებდა.

შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე ეკიპაჟის წევრების ჩათვლით 20 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები