ფიზიკოსი, რომელმაც ფულის შოვნის მარტივ სახალხო საშუალებას მიაგნო, ანუ ,,ვისაც გვჯერა,- გაგვატარეთ!“

ზაზა გლურჯიძე,- თბილისელი ფიზიკოსი, რომელიც, საბჭოთა კოლეგების მსგავსად, ამ სფეროში საკუთარ თავს არარეალიზებულად მიიჩნევს, რადგან იმდროინდელი იდეოლოგია ადამიანებს პასიურ ცხოვრებას აჩვევდა. მაგრამ ფიზიკოსის ანალიტიკურმა გონებამ მაინც თავისი გაიტანა და ერთ დღესაც, ანუ არც ისე ცოტა ხნის წინ, მან ფულის შოვნის მარტივ, მაგრამ გენიალურ საშუალებას მიაგნო, რამაც უკვე მოიტანა შედეგები…
– ბატონო ზაზა, თქვენ ხშირად ამბობთ საკუთარ თავზე, რომ წინა ცხოვრებაში ფიზიკოსი იყავით…
– გულწრფელად გინდათ, რომ გითხრათ? ჩვენი სტუდენტობა თითქმის ერთი გრაფიკით მიდიოდა: დილით ყავა, შუადღეს – თელეთის სახინკლეში, საღამოს – დაბდღე, მათ შორის შუალედებში თემაზე მუშაობა. ასეთი იყო საბჭოთა სტუდენტის შეულამაზებელი ცხოვრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვსწავლობდით. ჩემი თემა ასეთი იყო: “მინების სტრუქტურების შესწავლა“, ზუსტი დასახელება, თქვენ წარმოიდგინეთ, აღარც მახსოვს. შემდეგ უკვე რევოლუცია დაიწყო, დაიწყო და აღარ დამთავრდა… იმის მერე გაუთავებელ რევოლუციებში ვცხოვრობთ… მაგრამ არის ნათელი მომენტებიც, რაც ადამიანურ ურთიერთობებს გულისხმობს და რამაც ალბათ, ყველანი გადაგვარჩინა. ფიზიკოსი რამდენად გადარჩა ჩემში – ამას ვეღარ გეტყვით… მაგრამ თავიდან დაინტერესება დიდი იყო. ეს საგანი ბავშვობიდან მიყვარდა, რადგან ის ღრმა, ანალიტიკურ აზროვნებას მოითხოვს არა მარტო ამ საგანთან მიმართებაში, ცხოვრებაშიც…
1620212_697838633580635_2073307416_n– ამბობენ, ფიზიკოსი იმ პროფესიათა ნუსხაში შედის, რომელიც უფრო მოწოდებაა ვიდრე პროფესია, თუ ეთანხმებით?
– ეს ალბათ განათლების გარკვეული მიმართულებაა, მოგვიანებით ყალიბდება აზროვნების ფორმად და შემდგომ ეს ცხოვრების წესშიც აისახება. მაგალითად, გია დვალის შემთხვევაში აქ, მთავარია, მისი აზროვნება, შესაბამისი ცხოვრების წესი და შემდეგ დანარჩენი თავისთავად მოდის.
– საბჭოთა იდეოლოგია დოგმებს აწესებდა ყველა სფეროში და ფიზიკაც არ იყო გამონაკლისი…
– დოგმები, რა თქმა უნდა, იყო და თან ძალიან ბევრი: დოგმა – საბჭოთა თეორემა, დოგმა – საბჭოთა ფიზიკოსი და ა.შ. იმიტომაც წარმოიქმნა ტერმინი: „ფიზიკოსი – ლირიკოსი“… ეს დოგმა იყო, რომ მეცნიერებას წინსვლისა და განვითარების საშუალებას არ აძლევდა…
– თქვენში როგორ გრძნობთ ამ დოგმის გამოხატულებას, ანუ – ლირიკოსს და რაში გამოიხატება ეს?
– ჩემში ალბათ გამოიხატება იმით, რომ ძალიან მიყვარს მუსიკა, ნამდვილი (ორგინალი) როკი, ბლუზი, ქანთრი, პოპმუსიკაც, ქართული ტრადიციულიც… ძალიან არ მიყვარს, მეზიზღება, უფრო ზუსტად კი ატანა არ მაქვს: ე.წ. “სამარშრუტო მუსიკის“ ბაიათის, „შალახოს“, საბჭოთა, რუსული საესტრადო სპამის. მე არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ დროა, გავთავისუფლდეთ ამ უგემოვნებო კლიშეებისგან და მსოფლიო მუსიკის დახვეწილ ნიმუშებს ვუსმინოთ… ამას ჩვენში, სამწუხაროდ, ქართული ტელევიზიები და რადიოები უწყობენ ხელს. ისინი აწვდიან მასებს ამგვარ ,,სამარშრუტო“ მუსიკასა და სიმღერებს…
– იქნებ ამის გამოა, რომ თქვენ ქართველ მუსიკოსებთან მეგობრობთ და არტ-ბარიც შექმენით?
– დიახ, კაკო ვაშალომიძესთან ერთად სწორედ ამ მიზნით შევქმენით „არტ- ბარი“, რათა ხალხისთვის შეგვეთავაზებინა ლამაზი, დახვეწილი და, მართლაც, მუსიკალური პროდუქცია. ჩვენთან როკის სული და გულია დავით ძიძიგური და მისი ბენდი “არტ ბარ ბენდ“გამოდის. ამას გარდა, მიხარია, რომ ახალგაზრდებიც მოდიან და ჩვენს პატარა სცენაზე დამწყები ჯგუფებიც გამოდიან. თუ გახსოვთ, წინა საბჭოთა ცხოვრებაში იყო ასეთი ტერმინი „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები“, რაც დღეს ფაქტიობრივად აღარ გვაქვს. ჩემი აზრით, კინო ხომ საერთოდ აღარ არსებობს, თეატრი კი მხოლოდ მსახიობებისა და მათი ახლობლებისთვის დარჩა. რატომ – ეს სხვა საკითხია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მსახიობებს ვერჩი, ან რეჟისორებს… უბრალოდ აღარ არის ასეთი ადგილები, მაგრამ მათთან ერთად არც დროა ამისთვის. მეჩვენება, რომ ჩვენს ქვეყანაში დრო და სივრცე რაღაცნაირად შეიკუმშა და ეს ჩვენს ურთიერთობებზეც აისახა…
1620028_697838660247299_1205088232_n-266x300– ბატონო ზაზა, თქვენ ამჟამად ერთი საინტერესო ფინანსური იდეა განახორციელეთ, რა არის ის?
– აღმოჩნდა, რომ დღეს „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებია“: სოციალური ქსელები – ფბ, ტვიტერი და ა.შ. გარდა ამისა, საზოგადოებას ძალიან სჭირდება ფული, ამიტომ გადავწყვიტეთ, ერთად ყოფილიყო „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი“, ანუ ფბ და ფული, ანუ „ექსპრეს – ბიზნესი“. ახლა რაც შეეხება „ექსპრეს- ბიზნესს“, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ფინანსური პროგრესია, ანუ ინსტრუმენტი ნებისმიერი მონაწილისთვის „შემოსავლის მიღების ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალება“. ეს არის სახალხო ბიზნესი, რომელსაც იწყებ მცირე საწყისი თანხით და რომელსაც სერიოზული შედეგები მოაქვს.
– უნებლიედ გაჩნდება პარალელი მავროდის პირამიდასთან, თუმცა თქვენ მიერ შემუშავებული იდეა დაცული და დაზღვეულია ყოველგვარი რისკისგან?
– თავიდანვე გეტყვით, რომ ეს არ არის პირამიდა, ლატარია, ტოტალიზატორი და ა.შ. სადაც ან მოიგებ, ან წააგებ. აქ ყველაფერი მხოლოდ მონაწილის მონდომებასა და კომუნიკაბელობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, აქ რისკიც არ არსებობს, იმიტომ, რომ აქ გამართლებაზე არ არის, თანხების გადანაწილება, ოფიციალურად, მხოლოდ ბანკით მიმდინარეობს. ჩვენ საავტორო იდეა უკვე დავპატენტეთ. აქ მთავარია, რომ ამ სისტემის მუშაობის პრინციპი გამჭვირვალეა. ეს ვრცელდება ინტერნეტით და შედეგად თქვენს საბანკო ანგარიშზე, ანუ ინტერნეტით ფინანსურ გენერაციას იღებთ. მთავარია ისიც, რომ პერსონალურ კაბინეტში საკუთარი თანხის მოძრაობას თვალყურს ადევნებთ და შეტყობინებებს სმს-ებით ელექტრონულ ფოსტაზე იღებთ. მოკლედ, თქვენ რეალურად გეძლევათ დიდი შანსი, რომ ადამიანმა გარკვეული თანხა იშოვოს… გარკვეულ პირებს ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვი უჩნდებათ, მაგრამ მათ გასაგონად მარტივად ვიტყვი: ,,ვისაც გვჯერა,- გაგვატარეთ!’ და მოგებულიც ჩვენ დაგვრჩებით…
– ბატონო ზაზა, თქვენი იდეა რეალურად თუ „ჩაეშვა“ უკვე?
– რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, ხალხში გარკვეული უნდობლობა არსებობდა, ეს უკვე ამუშავდა, ხალხი ჩაერთო და თანხების დარიცხვა ანგარიშებზე დაიწყო და გრძელდება. დანარჩენი ნებისმიერს შეუძლია წაიკითხოს, დასვას კითხვები ფეისბუქის გვერდზე: „ექსპრეს – ბიზნესი“ და ინტერნეტსაიტზე: www.ex-bi.com.
– ფულის შოვნის მარტივ ფორმულას ,,ექსპრესს-ბიზნესის“ სახით უკვე მიაგენით. როგორ ფიქრობთ, ადამიანური ურთიერთობების მთავარი პრინციპი და ფორმულა რა არის?…
– ურთიერთობის მთავარი პრინციპი სიყვარულია და ცხოვრებაც ესაა – სიყვარული. თუ გახსოვთ, წარწერა მამა გაბრიელის საფლავზე: „ღმერთი არის სიყვარული“. ცხოვრების ყველაზე მთავარ ფორმულას კი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით: “იისფერი + მაშასადამე = სიყვარულს“… და თუმცა ეს ჭეშმარიტებაა, რომელ ცხოვრებაში, ანუ გია დვალის რომელ პარალელურ სამყაროში ახდება,- ეს არავინ იცის…

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები