ჯანმო-ს კომიტეტი ხვალ იმსჯელებს, არის თუ არა COVID-19 კვლავ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობის მიზეზი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი, 27 იანვარს იმსჯელებს, კვლავ არის თუ არა COVID-19 საერთაშორისო სამყაროსთვის საგანგებო მდგომარეობის მიზეზი.

ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ კომიტეტის მე-14 სხდომის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციის თავმჯდომარეს შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. ​

22 იანვრის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 664 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსს 6,7 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა, არის ჯანმო-ს ოფიციალური დეკლარაცია, რომელიც ჯანდაცვის სფეროში კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას ითვალისწინებს. 2005 წლის ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, სახელმწიფოები კანონით ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ უპასუხონ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები