“გმადლობთ მამაცი სტუმრობისთვის” – ოდესაში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა დღეს ოდესაში ჩავიდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პირველმა დიპლომატმა, დმიტრო კულებამ დაწერა.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოდესაში, კეტრინ კოლონა. გმადლობთ მამაცი სტუმრობისთვის. სატანკო კოალიაციაში საფრანგეთის როლის განხილვას, მოუთმენლად ველოდები”,- დაწერა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ “უკრაინა-ფრანგული პარტნიორობა კვლავაც კრიტიკულია რუსული აგრესიის დასასრულებლად და მშვიდობის აღსადგენად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები