ოკუპანტებმა კიევს დღეს 20 რაკეტა ესროლეს, ყველა მათგანი მოგერიებულია
რუსმა ოკუპანტებმა კიევს დღეს 20 რაკეტა ესროლეს, თუმცა ყველა მათგანი მოგერიებულია.
რაც შეეხება დაღუპულს, როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მამაკაცი ნამსხვრევებმა იმსხვერპლა.
ამასთან, კიევის რეგიონალური ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჭურვი ენერგეტიკულ ობიექტს მოხვდა.
წინასწარი ინფორმაციით, ასევე დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, კერძო სახლები, მაღალსართულიანი კორპუსები, მოსახლეობის მანქანები.
კიევის რეგიონში ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვაა.
შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ.