“ტანკების მიწოდება დასავლეთის ქვეყნებს უკრაინის კონფლიქტის მონაწილედ აქცევს” – პესკოვი

უკრაინის კონფლიქტში დასავლეთის ჩართულობა იზრდება, – განაცხადა კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან ისმის მუდმივი განცხადებები, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა, არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების, ან ალიანსის ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მოსკოვში ყველაფერი, რასაც აკეთებენ როგორც ალიანსი, ისე ეს დედაქალაქები, აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩართულობა იზრდება“, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები