ოკუპანტების იერიშის შედეგად, ოდესაში ორი ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა
რუსი ოკუპანტების მიერ სარაკეტო იერიშის შედეგად, ოდესაში ორი ენერგეტიკული ობიექტი დაზიანდა.
ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური კრუკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავებულები არ არიან.
ასევე,ვრცელდება ინფორმაცია ქალაქში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ.