ქართლური სიმღერების კრებულის წარდგენა და კონცერტი გაიმართება

27 იანვარს,18 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში ქართლური სიმღერების კრებულის წარდგენა და კონცერტი გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, პირველად შესრულდება ქართლური ფოლკლორული ნიმუშები, რომლებიც ცნობილმა ფოლკლორისტმა გიორგი სვანიძემ მოიძია.
მონაწილეობენ ანსამბლები: „რიხი“, „ბოლნელა“, „მარგალიტი“, „ნანინა“, „სახიობა“, „ამერიმერი“, ვეშაპიძეების საოჯახო ანსამბლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები