კინოოპერატორი ლევან პაატაშვილი გარდაიცვალა

96 წლის ასაკში ცნობილი კინოოპერატორი, ლევან პაატაშვილი გარდაიცვალა. იგი მრავალი ფილმის, მათ შორის  „ცისფერი მთების“, „დღე პირველი, დღე უკანასკნელის“, „სხვისი შვილების“, „ნეილონის ნაძვის ხის“, „თავადის ქალი მაიას“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის“, „ნეილონის ნაძვის ხის“, „სიბირიადას“, „თეთრი ბაირაღების“… დამდგმელი ოპერატორი იყო.
ლევან პაატაშვილი 1926 წელს თბილისში დაიბადა. 1954 წელს მოსკოვში დაამთავრა სახელმწიფო კინემატოგრაფიული ინსტიტუტი.
1978 წლიდან იყო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის პედაგოგი; 1981-1988წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1994 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის” ოპერატორი, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის პროფესორი.
1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. მიიღო მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო ფილმისთვის – „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები